ვლაჰოვიჩი, ლუისი და მაკკენი განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებენ…
ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩი, დუგლას ლუისი და უესტონ მაკკენი კვლავ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობენ.
წყაროს ცნობით, სამეულიდან ლეჩესთან მატჩში ხილვის ყველაზე დიდი შანსი ვლაჰოვიჩს აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მოედანზე დაბრუნება მაკკენიმ და ლუისმა შეძლონ.
ნიკო გონსალესს რაც შეეხება, არგენტინელის დაბრუნება მინიმუმ ბოლონიასთან მატჩამდე გამორიცხულია.