კომოლი:“ ჩვენ არანაირი გეგმა ბ არ გვაქვს, იუვენტუსი გაძლიერებას გააგრძელებს“
დამიენ კომოლიმ ტორინოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„რამდენად შეცვლის იუვენტუსის გეგმებს ჩემპიონთა ლიგის ფაქტორი ? ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა სეზონის ბოლო მატჩში, დერბიში გამარჯვებაა. იუვენტუსს არანაირი გეგმა ა და გეგმა ბ არ აქვს, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი გეგმა, გავაგრძელოთ იუვენტუსის გაძლიერება და უმოკლეს დროში ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ, ეს ჩემპიონთა ლიგაზე დამოკიდებული არ არის.
„ვინ არის დამნაშავე, რომ ახალმა ტრანსფერებმა ვერ გაამართლეს ? პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ, თუმცა რა თქმა უნდა, პირველ რიგში დამნაშავე მე ვარ. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რამ არ იმუშავა. ჩვენ ეს უკვე ვიცით, ეს ლუჩიანოსთვის, ჩემთვის ნათელია. ჩვენი მიზანი უცვლელია, ლუჩიანოსთან ერთად ძლიერი, კომპეტენტური და უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის აშენება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული იდეები, თუ რა არის ამისთვის საჭირო.
„რა დააკლდა იუვენტუსს ამ სეზონში ? ჩვენ მეექვსე ადგილზე ვართ, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ. გუნდში ბევრი პრობლემაა, რომლებზეც შიგნით ვიმსჯელებთ და მათ გადაჭრაზე ვიმუშავებთ. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ყველაფერს კარგად ვხედავთ და კონკრეტული იდეები გვაქვს.”
