ვლაჰოვიჩი ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს
იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩი ატალანტასტან მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება.
როგორც ტიაგო მოტამ პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა (იხილეთ აქ), სერბი ფორვარდის ხილვა ხვალინდელ მატჩში საეჭვო იყო და ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ვლაჰოვიჩის თამაში ლა დეას წინააღმდეგ საბოლოოდ გამოირიცხა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის სამედიცინო შტაბს რისკზე წასვლა არ სურს, ამიტომ ვლაჰოვიჩი მოედანს მილანთან მატჩში დაუბრუნდება.