TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანი და იუვე გოგლიჩიძეს აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ

იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, იუვენტუსი და მილანი ემპოლის ქართველი ტალანტის საბა გოგლიჩიძეს ტრანსფერით ინტერესდებიან.

წყაროს ცნობით, იტალიურმა გრანდებმა ფეხბურთელის აგენტთან შეხვედრა უკვე გამართეს და დიდია ალბათობა, უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებები უშუალოდ გუნდებს შორის დაიწყოს.

ემპოლი იანვარში ქართველი მცველის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა იმ პირობით, რომ ის სეზონის ბოლომდე გუნდში იჯარის წესით დარჩება.

error: დაცული კონტენტი !