TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვიერი:“ მოტა შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ მას დრო დასჭირდება“

იუვენტუსის და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ბობო ვიერიმ SportMediaset-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მოტა იუვეში ? ტიაგომ ბოლონიაში პირველ 6 თვეში გუნდი გადაარჩინა, მეორე სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, მოტას შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, ის ძალიან კარგი მწვრთნელია, რომელიც კიდევ უფრო განვითარდება.

„ალეგრის შემდეგ, იუვენტუსმა სტილის შეცვლა გადაწყვიტა და ტიაგო მოტა ამისთვის იდეალური არჩევანია, მაგრამ მას თავისი იდეების განხორციელებისთვის გარკვეული დრო დასჭირდება, გუნდი და ქომაგები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.“