ვიერი:“ იუვენტუსი სწორ გზაზეა, გუნდი სულ სხვა მენტალიტეტით თამაშობს“
ლეგენდარულმა ბობო ვიერიმ Corriere della Sera-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ცვლილებები იუვენტუსში ? ვფიქრობ, გუნდი სწორ გზაზე დგას. მოტა ძალიან ახალგზრდა და კარგი მწვრთნელია, მას შესანიშნავი იდეები და მენტალიტეტი აქვს, რაც გუნდს ლაიფციგთან მატჩში დაეტყო. გუნდმა გაიფორმა ის ფეხბურთელები, რომლებიც მის იდეებს შეეფერება.
„კონსეისაუ ? მე ყოველ კვირას ვურეკავ სერჟიუს (ფრანცისკუს მამა, ავტ.) და ვეუბნები, რომ მისი შვილი გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია.
„ვლაჰოვიჩი ? ის მშვიდად უნდა იყოს და გარე ხმებს ყურადღება არ მიაქციოს. გაცუდებული მომენტი ფორვარდის კარიერის განუყოფელი ნაწილია. კარიერაში 0 მეტრიდან გამიცუდებია მომენტი, ამისგან დაზღვეული არავინ არის. ვლაჰოვიჩი შესანიშნავი ფორვარდია და ის გუნდისთვის პრობლემა არასოდეს იქნება.“