გუნდების სახელფასო ხარჯები სერია ა-ში
Gazzetta dello Sport-მა სერია ა-ს გუნდების წლიური სახელფასო ხარჯები გამოაქვეყნა.
ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად, კრისტიანო ჯუნტოლიმ გუნდის სახელფასო ჭერის მნიშვნელოვნად შემცირება შეძლო და იუვენტუსმა 113.8 მილიონით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
ბიანკონერი სახელფასო ხარჯების შემცირებას აგრძელებს და აღნიშნული თანხა დუშან ვლაჰოვიჩისა და არტურის კონტრაქტების კორექტირების შემდეგ კიდევ უფრო შემცირდება.