TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვესტ ჰემი სულეს ტრანსფერზე აქტიურობს

მატიას სულე გასულ კვირებში არაერთ ევროპულ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ბოლო დღეებში მათ შორის ყველაზე მეტად ვესტ ჰემი აქტიურობს.

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ინგლისელები არგენტინელი ტალანტის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და თავიანთი ინტერესი დააფიქსირეს, თუმცა ჯერჯერობით იუვენტუსისთვის კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ.

ბიანკონერი სულეს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს გადაიხდის.

40 views
error: დაცული კონტენტი !