TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი სევილიას მარჯვენა მცველის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი მარჯვენა მცველის ძებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე სევილიას ფეხბურთელი ხუანლუ სანჩესი იქნება.

22 წლის ესპანელის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს და სევილია მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა მოთხოვნილი 20 მილიონი ევროა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში გამოსყიდვის პერპსექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

მის ალტერნატივებად ოსკარ მინგეზა და ბრუკ ნორტონ-კაფი მოიაზრებიან.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !