TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი ლორენცოს აგენტი:“ იუვენტუსთან მოლაპარაკებები არ გვქონია“

ნაპოლის კაპიტანის ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს.

„კონტესთან შეხვედრა ? მე ანტონიოს ავუხსენი, თუ რატომ უნდა ჯოვანის ნაპოლის დატოვება. კონტემ ჩვენ დაგვიდასტურა, რომ მისი გუნდში შენარჩუნება უნდა, მაგრამ დი ლორენცოს გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

„იუვენტუსის ინტერესი ? შემძილია სრული პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ მე არც კრისტიანო ჯუნტოლისთან და არც იუვენტუსის სხვა წარმომადგენელთან საუბარი არ მქონია.“