ვეიგას ტურინში ხვალ ელოდებიან
რენატუ ვეიგა იუვენტუსის რიგებს ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეუერთდება.
იუვენტუსი და ჩელსი ფეხბურთელის 6-თვიან იჯარაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც ბიანკონერი ლონდონელებს 4.5 მილიონ ევროს გადაუხდის, შემდგომში გამოსყიდვის უფლების გარეშე.
თუ იუვენტუსი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი დარჩა, გუნდები ვეიგას მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სეზონის მსვლელობისას დაიწყებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იუვენტუსი მას ზაფხულში ლონდონში დააბრუნებს და ფეიენორდიდან დავიდ ჰანცკოს ტრანსფერს დახურავს.