TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს ვლაჰოვიჩის პრიორიტეტული შემცვლელი შერჩეული ჰყავს

სეზონის ბოლოს დუშან ვლაჰოვიჩის გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გარდაუვალია და იუვენტუსს მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, შეტევის გასაძლიერებლად კრისტიანო ჯუნტოლის ფავორიტი ფეხბურთელი ლაიფციგის ფორვარდი ბენიმინ შეშკო გახლავთ.

იუვენტუსს 21 წლის ფორვარდის გაფორმება, ვის აქტივშიც მიმდინარე სეზონში 14 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, ზაფხულში დაახლოებით 55-60 მილიონ ევროდ შეეძლება.

error: დაცული კონტენტი !