ვეიგა სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს
ბრიტანული მედიის ცნობით, რენატუ ვეიგა სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებს დატოვებს.
Football Insider-ის ცნობით, ჩელსი ვეიგას იჯარის გახანგრძლივებას არ აპირებს და მის სანაცვლოდ 40-45 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსის გეგმებში არ შედის, ამიტომ პორტუგალიელი გუნდს დატოვებს.
გამოცემის ინფორმაციით, ვეიგას მსურველები ინგლისში უკვე ჰყავს და მისი გაფორმების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ტოტენჰემია.