ვეა:“ კარგი მატჩი და დამსახურებული ქულები. ჩემი პოზიცია ? მთავარი გუნდის წარმატებაა“
იუვენტუსის ფეხბურთელმა ტიმოთი ვეამ ემპოლისთან მატჩი შეაფასა.
„ჩემი პოზიცია დღევანდელ მატჩში ? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა, ამიტომ ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი მეტყვის და სადაც გუნდს დავჭირდები. დღეს ჩვენ კარგად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ, ამიტომ ბედნიერი ვარ.
„ეს მარტივი მატჩი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ მეორე ნახევარში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მენტალური ძალა ვაჩვენეთ და საჭირო ქულები მოვიპოვეთ, ახლა კი ასე უნდა გავაგრძელოთ და მომდევნო შეხვედრაში კიდევ უფრო უკეტ ვითამაშოთ.
„მომწონს თუ არა ამ პოზიციაზე თამაში ? დიახ, მე მეტი თავისუფლება მაქვს და შემიძლია, უფრო აგრესიული ვიყო.“