TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ მნიშვნელოვანი გამარჯვება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ემპოლისთან მატჩი შეაფასა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დამსახურებული გამარჯვება იყო. ჩვენ ძალიან კარგი, გუნდური თამაში ვაჩვენეთ, თითოეულმა ფეხბურთელმა გუნდისთვის ბოლომდე იბრძოლა და ჩვენ საჭირო ქულები მოვიპოვეთ, თუმცა ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ასე უნდა გავაგრძელოთ.

„ილდისი ? მას შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. კენანი უდიდესი ტალანტია, მე ვარჯიშების დროს ყოველდღე ვრწმუნდები, რომ მას წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს.

„ვლაჰოვიჩი ? მე მას ვუთხარი, რომ დღეს გოლი უნდა გაეტანა. დუშანი ძალიან მოტივირებული იყო, რადგან ფორვარდისთვის მშრალი სერია ყოველთვის რთულად მისაღებია. ვლაჰოვიჩი გუნდისთვის 100 პროცენტით იხარჯება და მიხარია, რომ მან დღეს შესანიშნავი გოლის გატანა შეძლო, მან ეს დაიმსახურა.

„ახლა ჩვენ უნდა დავისვენოთ, ენერგია აღვიდგინოთ და კომოსთან რთული მატჩისთვის მომზადება დავიწყოთ. ვიცით, რომ სტაბილურობა გვაკლია, ამის გარეშე კი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლებელია.“

error: დაცული კონტენტი !