TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

უდინეზეს მწვრთნელი:“ იუვეს დიდებული გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ“

უდინეზეს მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„წინ ძალიან კარგი მატჩი გველოდება, იუვენტუსი დიდებული გუნდია, მაგრამ ჩვენ მილანთან და ინტერთან მატჩებში დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა ნებისმიერი კალიბრის გუნდთან შეგვიძლია.

„ვლაჰოვიჩი სასტარტოს მიღმა ? მე არ ვიცი, რას გადაწყვეტს მოტა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, იუვენტუსი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის, მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით, უმაღლესი დონის გუნდის წინააღმდეგ ქულები მოვიპოვოთ.“