TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე გიოკერესის მიმართ ინტერესს არ კარგავს

იუვენტუსი სპორტინგის ფორვარდის ვიკტორ გიოკერეშის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

პორტუგალიური გამოცემა O Jogo-ს ინფორმაციით, სპორტინგის ფეხბურთელები გუნდის მთავარი მწვრთნელის რუბენ ამორიმის წასვლით, ვინც მანჩესტერში ერიკ ტენ ჰაგი ჩაანაცვლა, უკმაყოფილოები არიან და გუნდის ლიდერები, მათ შორის გიოკერეში ზაფხულში სპორტინგის დატოვებას გეგმავენ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, 26 წლის ფორვარდი უკვე დიდი ხანია კრისტიანო ჯუნტოლის სატრანსფერო სიაშია. შვედი ფორვარდის აქტივში მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 16 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მის სანაცვლოდ სპორტინგი დაახლოებით 75 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსს არ უნდა გაუჭირდეს, თუ გუნდმა ვლაჰოვიჩის გაყიდვა გადაწყვიტა.