TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კინის ფიორენტინაში ტრანსფერი ორშაბათს დაიხურება

მოიზე კინი ხვალ ფლორენციაში ჩაფრინდება, ორშაბათს კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იების რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

იუვენტუსი იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 16-17 მილიონ ევროს მიიღებს.

კინი ფიორენტინასთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 3 მილიონი ევრო იქნება.