TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტურამის შემდეგ, იუვენტუსის პრიორიტეტი კოპმეიენრსის ტრანსფერის დახურვა იქნება

მიკელე დი გრეგორიოსა და დუგლას ლუისის შემდეგ, იუვენტუსი უახლოეს საათებში კეფრენ ტურამის ტრანსფერს გააოფიციალურებს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და კრისტიანო ჯუნტოლი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს.

SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსის შემდეგი სამიზნე ატალანტას ნახევარმცველი ტეუნ კოპმეიენრსი იქნება, ვისთანაც იუვენტუსს პირადი კონტრაქტი დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს და საერთო ენის გამონახვას ლა დეასთან ცდილობს.

ატალანტა ნიდერლანდელის სანაცვლოდ 55-60 მილიონს ითხოვს, ამიტომ იუვენტუსს გაუმჯობესებული წინადადების გასაკეთებლად პირველ რიგში რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.