TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გალიანი:“ მონცა შესნის ტრანსფერზე არ მუშაობს“

მონცას გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ ლომბარდიული გუნდის მხრიდან ვოიცეხ შესნის მიმართ არსებულ ინტერესზე ისაუბრა.

„ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ჩვენ ამ მომენტისთვის შესნის ტრანსფერზე არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ.“

მიკელე დი გრეგორიოს გაფორმების შემდეგ, პოლონელმა კიპერმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ბიანკონერის მისთვის უახლოეს პერიოდში ახალი გუნდის პოვნა მოუწევს…