ტურამი:“ ლილი ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ“
ტიაგო მოტას შემდეგ (იხილეთ აქ), ლილთან მატჩის წინ კომენტარი ხეფრენ ტურამმა გააკეთა.
„ხვალ რთული მატჩი გველოდება, ლილი ძალიან კარგი გუნდია, ხარისხიანი ფეხბურთელებითა და მწვრთნელით, მაგრამ ჩვენ შეხვედრას მომზადებულები ვხვდებით.
„კომპლიმენტები უდინეზესთან მატჩის გამო ? მამაჩემმა და ჩემმა ძმამ დამირეკეს და კარგი თამაში მომილოცეს, თუმცა მამაჩემმა დაშვებულ შეცდომებზე უფრო მეტი მესაუბრა, ვიდრე პოზიტიურ მომენტებზე.
„ვარ თუ არა ‘ახალი პოგბა ?’ არა, პოგბა უნიკალური ფეხბურთელია და მეორე პოგბა ვერ ვიქნები, მე ტურამი ვარ და ვმუშაობ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო.