TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ანიელის იუვენტუსის დაბრუნება უნდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ყოფილ პრეზიდენტს ანდრეა ანიელის გუნდის დაბრუნება უნდა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, ანიელი ინვესტორებთან, მათ შორის არაბებთან შეხვედრებს მართავს, კაპიტალის მოძიება და ჯონ ელკანისგან იუვენტუსის გამოსყიდვა სურს.

წყაროს ცნობით, ეს ხანგრძლივი ოპერაციაა და უახლოეს პერიოდში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა ანდრეა ანიელი იუვენტუსის რიგებში დაბრუნებასა და მის გამოსყიდვაზე მუშაობს.