ბერგომი:“ ლოკატელი იუვენტუსის წამყვანი ფეხბურთელი გახდა“
ინტერის ლეგენდამ ბეპე ბერგომიმ უდინეზე – იუვეს მატჩი შეაფასა და ტურინული გრანდის რიგებში საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.
„იუვენტუსში ტიაგო მოტას მისვლის შემდეგ, მანუელ ლოკატელი ბიანკონერის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა. მან უდინეზეს წინააღმდეგ კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ვფიქრობ, ის გუნდისთვის ხელშეუხებელი ფიგურაა.
„ასევე უნდა გამოვყოთ ტურამი, მან და ლოკატელი უდინეზესთან გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს.
„იუვენტუსის წინააღმდეგბ ბოლო პერიოდში ბევრი კრიტიკა გამოითქვა, მაგრამ რეალურად გუნდს ძალიან კარგი სტარტი აქვს. ბევრი ცვლილებისა და ტრავმების ფონზე, ისინი სერია ა-ში ლიდერს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან, ჩემპიონთა ლიგაზე კი უკვე 2 გამარჯვება აქვთ.“