TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტოტენჰემი მაკკენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემი იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ამერიკელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და მისი გაყიდვა სურს, ფეხბურთელის გაფორმების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი სწორედ ტოტენჰემი იქნება.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, მაკკენის იუვენტუსიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ბიანკონერის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20-25 მილიონის გამომუშავება სურს.

29 views
error: დაცული კონტენტი !