ტოტენჰემი ლოკატელის ტრანსფერით ინტერესდება
ბრიტანული წყაროების ცნობით, ტოტენჰემი იუვენტუსის ნახევარმცველის მანუელ ლოკატელის ტრანსფერით ინტერესდება.
იტალიელი ნახევარმცველის გაყიდვა იუვენტუსის გეგმებში არ შედის, თუმცა თუ ლონდონელები მის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს გადაიხდიან, ბიანკონერი მისი გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.
Daily Star-ის ცნობით, ტოტენჰემი იუვენტუსს 24 მილიონ ევროსა და ბონუსებს შესთავაზებს, რაც ტურინელების დასარწმუნებლად საკმარისი არ იქნება.