TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტოტენჰემი ბრემერის გამოსყიდვას განიხილავს

ბრიტანული გამოცემა SportsMole-ს ინფორმაციით, ტოტენჰემი იუვენტუსის მცველის გლეისონ ბრემერის გაფორმებას განიხილავს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის გუნდში ხილვა რობერტო დე ძერბის სურს და ლონდონური გუნდი ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხის – 54 მილიონის გადადას გეგმავს.

ბრემერს თავის მხრივ იუვენტუსში დარჩენა უნდა და ტოტენჰემის წინადადებას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მის გაყიდვას თავად ტურინული გრანდი გადაწყვეტს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).