იუვენტუსი აჯიჩის გაშვებას მხოლოდ იჯარით განიხილავს
იუვენტუსი ვასილი აჯიჩის მიმართ ნდობას არ კარგავს და მის საბოლოოდ გაყიდვას არ აპირებს.
Tuttomercato-ს ცნობით, ტურინულ გრანდს მონტენეგროელის მშრალი იჯარით გაშვება სურს, რაც ფეხბურთელს გამოცდილების მიღებაში და განვითარებაში დაეხმარება.
ვასილიე მსურველების ნაკლებობას არ განიცდის, მის გაფორმებას კალიარი, უდინეზე, პარმა, სასუოლო, ბოლონია და ლეჩე ცდილობენ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
