იუვე ჩელსის მარჯვენა მცველით ინტერესდება
იუვენტუსი ჩელსის მარჯვენა მცველის მალო გუსტოს ტრანსფერით ინტერესდება.
ლონდონურმა გუნდმა ატალანტასთან მარკო პალესტრას ტრანსფერი შეათანხმა, მალო გუსტო კი დიდი ალბათობით ჩელსის რიგებს დატოვებს.
ბრიტანული წყაროების ცნობით, 23 წლის ფრანგის ერთ-ერთი მსურველი იუვენტუსია, თუმცა ტურინელებს მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 45-50 მილიონის გადახდა გაუჭირდებათ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
