ტორინოს მწვრთნელი:“ იუვე ძლიერია, მაგრამ ჩვენ დერბისთვის მზად ვართ“
ტორინოს მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ვანოლიმ იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
ტიაგო მოტას პრეს-კონფერენცია იხილეთ აქ.
„ჩვენ ამ თამაშს მოუთმენლად ველოდებით. ამ დაპირისპირების მნიშვნლეობა ყველამ კარგად იცის და თითოეული ჩვენგანი ორმაგად მოტივირებულია.
„ასეთი მნიშვნელობის მატჩში მონაწილეობის მიღება ძალიან დიდი პატივია და თითოეულ ჩვენგანს გვსურს, გუნდის ისტორიაში მნიშვნლეოვანი გვერდი დავწეროთ.
„იუვენტუსი ძალიან ძლიერი გუნდია, მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ტიაგო მოტას იდეებს იდეალურად ერგებიან, შეუძლიათ როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად საფრთხეების შექმნა, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევებისთვის მზად ვართ.“