TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტონალის სერია ა-ში დაბრუნება უნდა

ბრიტანული წყაროების ცნობით, სანდრო ტონალის იტალიაში დაბრუნება უნდა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მეგობარი გოგონა ჯულიეტ პასტორე გახლავთ.

პასტორე მოდის სფეროში მუშაობს, მას ხშირად იტალიაში უწევს ყოფნა და CaughtOffside-ს ინფორმაციით, ეს შესაძლოა ტონალის სერია ა-ში დაბრუნებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდეს.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის სერია ა-ში ტონალის გაფორმების ყველაზე დიდი შანსი სწორედ იუვენტუსს აქვს, რომელიც ნიუკასლისთვის ფულთან ერთად დუგლას ლუისის ან დუშან ვლაჰოვიჩის შეთავაზებას გეგმავს.

error: დაცული კონტენტი !