TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასაფინანსებლად 5 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს

კრისტიანო ჯუნტოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგა და ტურინული გრანდი სეზონის ბოლოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება.

Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსი სავონას, მბანგულას, დუგლას ლუისის, კამბიაზოსა და დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვას გეგმავს, მიღებული თანხა კი სრულად შემადგენლობის გაძლიერებას მოხმარდება.

გამოცემის ინფორმაციით, ტურინული გრანდის პრიორიტეტული სამიზნეები სანდრო ტონალი, მაქსიმ დე კიუპერი და ვიქტორ ოსიმენი იქნებიან, თუმცა მათ გასაფორმებლად მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

error: დაცული კონტენტი !