TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტოდიბოს იუვენტუსში ტრანსფერის საბოლოო დეტალები ცნობილია

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ნიცას შორის ჟან-კლერ ტოდიბოს თაობაზე ყველა დეტალი შეთანხმებულია.

წყაროს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი ბიანკონერის რიგებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, რის სანაცვლოდაც იუვე დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაიხდის, მისი შემდგომში 25 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც მარტივად მიღწევადი პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

ტოდიბოს ტრანსფერი მას შემდეგ დაიხურება, რაც დინ ჰეისენის ბორნმუთში გადასვლა ოფიციალურად დადასტურდება.

27 views
error: დაცული კონტენტი !