ჰეისენის გამოსამშვიდობებელი წერილი იუვენტუსს…
იუვენტუსის მცველმა დინ ჰეისენმა, ვინც უახლოეს საათებში ბორნმუთის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება, ბიანკონერის სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშდვიდობა.
„ვინოვოზე პირველად 16 წლის ასაკში მოვედი, ენთუზიაზმითა და იმედით სავსე გულით, იმედით, რომ ერთ დღეს ამ დიდებული გუნდის ძირითად გუნდში თამაში შემეძლებოდა. მე დამხვდა დიდებული, ისტორიული გუნდი და აქ მომუშავე შესანიშნავი ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც მე ეს თავგადასავალი საგრძნობლად გამიმარტივეს და ჩემს პროგრესში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
„მადლობა ქომაგებს, რომლებსაც ჩემი პირველივე დღიდან სწამდათ და ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. მე ამ მაისურით კიდევ უფრო მეტის ჩვენება მინდოდა, თუმცა თქვენი გვერდში დგომა მეხმარებოდა, ყოველთვის ბოლომდე დავხარჯულიყავი.
„მადლობა ჩემი მიღებისთვის, მხარდაჭერისთვის და როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტების გაზიარებისთვის. იუვენტუსი ყოველთვის დარჩება ჩემი გულისა და ცხოვეების დიდ ნაწილად.
„ეს არ არის საბოლოო გამომშვიდობება, ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით. მე შორიდან გავაგრძელებ გუნდისთვის თვალის მიდევნებას და ქომაგობას, სადაც არ უნდა მიმიყვანოს ახალმა გზამ.
„სიყვარულითა და მადლიერებით, დინ ჰეისენი.“