ტარე:“ იუვენტუსს დიდებული პროექტი აქვს, მაგრამ მოტას დრო უნდა მივცეთ“
ლაციოს ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„სერია ა-ს პროგრესი ? ვფიქრობ, ბოლო წლებში სერია ა-ს დონემ კიდევ უფრო აიწია, რასაც ევროპულ ჩემპიონატებზე იტალიური გუნდების წარმატებებიც ადასტურებს.
„ფიორენტინა, ატალანტა, რომა და სხვები, ასევე ანტონიო კონტეს ნაპოლი, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
„მოტას იუვე ? იუვენტუსს შესანიშნავი პროექტი აქვს, მათ სწორი გზა აირჩიეს, მაგრამ ტიაგოს თავისი იდეების მოედანზე გადასატანად დრო დასჭირდება. ეს არის პროექტი, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ გუნდს გამარჯვებამდე მიიყვანს.