რასპადორის აგენტმა იუვენტუსის ინტერესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
გასულ კვირებში იუვენტუსს ნაპოლის შემტევი ჯაკომო რასპადორი არაერთხელ დაუკავშირეს.
ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ფეხბურთელის აგენტს მოუწია.
„რასპადორი იუვენტუსში ? ჯაკომო ნეაპოლში თავს ძალიან კარგად გრძნობს. ჯუნტოლის იუვენტუსში ყოფნის ფონზე, ასეთი ჭორები სრულიად ნორმალურია, მაგრამ ამ მომენტისთვის სერიოზული არაფერია.“