ტარდელი:“ მოტა მიხვდა, რომ იუვენტუსში მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს“
იუვენტუსის ლეგენდამ მარკო ტარდელიმ კომოსთან მატჩი შეაფასა.
„იუვენტუსმა გუშინ საკმაოდ უსახური მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, კომომ ძალიან კარგად ითამაშა და მარცხი არ დაუმსახურებია.
„ცუდი მატჩის მიუხედავად, მოტა შეხვედრის შემდეგ იღიმოდა და ვფიქრობ, ის მიხვდა, იუვენტუსში მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს.“