TuttoJuve

Juve per sempre sarà

კამბიაზო პსვ-სთან მატჩსაც გამოტოვებს

კომოსთან გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

ტურინული გრანდი პსვ-ს Allianz Stadium-ზე უმასპინძლებს, განმეორებითი მატჩი კი ნიდერლანდებში 19 თებერვალს გაიმართება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს ანდრეა კამბიაზო ვერც ამჯერად დაეხმარება. იტალიელ ფეხბურთელს კოჭის ტკივილი კვლავ აწუხებს, ამიტომ სამედიცინო შტაბს რისკზე წასვლა არ სურს და ის ტიაგო მოტას განკარგულებაში სავარაუდოდ ინტერთან მატჩში დაბრუნდება.

28 views
error: დაცული კონტენტი !