ტარდელი:“ მოტა გუნდზე კონტროლს კარგავს“
იუვენტუსის ლეგენდამ მარკო ტარდელიმ გუნდში არსებული სიტუაცია შეაფასა.
„ტიაგო მოტას ტურინული თავგადასავალი უკვე დიდი ხანია დაიწყო, თუმცა გუნდში არსებული გაუგებრობა და დაძაბულობა ჯერ კიდევ აშკარაა.
„გუნდში ფეხბურთელები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანები არიან და მათ ეს უნდა იგრძნონ, ტიაგო მოტა კი ისე იქცევა, თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, მოტა გასახდელში კონტროლს კარგავს და ეს ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდება.
„ისიც უნდა ითქვას, რომ ერთ სეზონში 8 კაპიტანი ძალიან ბევრია, სამკლაურს მეტი პატივისცემა სჭირდება. გაუგებარია ისიც, თუ რატომ არ აკეთებს კომენტარს გუნდის ხელმძღვანელობა ასეთ რთულ სიტუაციაში.“