ჯუნტოლიმ ტუდორთან საუბარი უარყო
ატალანტასთან მარცხის შემდეგ არაერთმა იტალიურმა გამოცემამ დაწერა, რომ კრისტიანო ჯუნტოლის ტიაგო მოტას შეცვლა დროებით იგორ ტუდორის კანდიდატურით სურდა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, გამოცემის წარმომადგენლები ჯუნტოლის დაუკავშირდნენ და მან აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს მოტას თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია თუმცა ფიორენტინასთან წარუმატებელი შედეგის შემთხვევაში მისი გუნდიდან წასვლა კიდევ უფრო რეალური გახდება.