არსენალი იანვარში კივიორის გაშვების წინააღმდეგი არ არის
იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე არსენალის უკანახაზელი იაკუბ კივიორია.
დანიელე ლონგოს ინფორმაციით, პოლონელი ფეხბურთელი ლონდონური გუნდის გეგმებში არ შედის და მეთოფეები იანვარში მისი გაშვების წინააღმდეგები არ იქნებიან.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებს, თუ არსენალი ფეხბურთელის არენდით გაშვებას დათანხმდება.