TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ ვლაჰოვიჩი დიდი დანაკლისია, იუვეს იანვარში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება მოუწევს“

იუვენტუსის ლეგენდრულმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რამდენად სერიოზულია ვლაჰოვიჩის დანაკლისი ? ბოლო პერიოდში გუნდმა ძალიან მოუმატა და კარგ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა ვლაჰოვიჩის არყოფნამ შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს. თქვენ შესაძლოა დუშანს აკრიტიკებდეთ, თუმცა მას შეტევაში საჭირო ფიზიკურობა და ცივსისხლიანობა მოაქვს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? იუვენტუსმა იცის, რომ მათ რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება სჭირდებათ. გუნდი ბრძოლაში უნდა დარჩეს, ქომაგების გულებში ცეცხლი შეინარჩუნოს, ამისთვის კი ტიაგო მოტას ფეხბურთელები სჭირდება. იმედი მაქვს, ჯუნტოლი მინიმუმ 3 ფეხბურთელს გაიფორმებს, რომლებიც გუნდის დახმარებას დაუყოვნებლივ შეძლებენ.

„ვეა ცხრიანის პოზიციაზე ? ტიმოთი კარგ ფორმაშია, არის სწრაფი და მილანის არც თუ ისე ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ ის ძალიან სახიფათო იქნება.

„დანილო ? ის არც თუ ისე კარგ ფორმაშა, თუმცა დანილო ძალიან კარგი ფეხბურთელია და თუ ის მენტალურად კარგ მდგომარეობაშია, ბრაზილიელს იუვეს დახმარება კიდევ შეუძლია.“

error: დაცული კონტენტი !