TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ზირკზეეს თაობაზე ამორიმის გადაწყვეტილების მოლოდინშია

ჯოშუა ზირკზეე იუვენტუსის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება, თუმცა ნიდერლანდელის ტურინში ხილვა დიდწილად მანჩესტერ იუნაიტედის ახალ მწვრთნელზე რუბენ ამორიმზე იქნება დამოკიდებული.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, თუ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ზირკზეეს ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, ის დიდი ალბათობით იუვენტუსს იჯარის წესით შეუერთდება.

წყაროს ცნობით, ზირკზეეს მანჩესტერის დატოვება გადაწყვეტილი აქვს და მას კარიერის გაგრძელება ტიაგო მოტას იუვენტუსში სურს.

error: დაცული კონტენტი !