TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ კოლო მუანიმ იუვენტუსი რადიკალურად შეცვალა“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ იუვენტუსი – ინტერის მატჩი შეაფასა.

„ვფიქრობ, ინტერთან გამარჯვება იუვენტუსის სეზონში შესაძლოა გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს. გუნდმა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა, არამედ თავდაჯერებულობა და საჭირო მუხტი მოიპოვა.

„ჩვენ ვიცით, რომ ინტერი ძალიან ძლიერი გუნდია და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუმცა იუვენტუსმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და საბოლოო ჯამში დამსახურებულად გაიმარჯვა.

„აქამდე არაერთხელ ითქვა, რომ ვლაჰოვიჩი ტიაგო მოტას ფორმაციისთვის იდეალური ფორვარდი არ არის და კოლო მუანიმ ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, მან იუვენტუსის თამაში რადიკალურად შეცვალა.“

error: დაცული კონტენტი !