TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუს ყოფილი მწვრთნელი:“ შიკო ყოველთვის გამორჩეული ახალგაზრდა იყო…“

პორტუში შიკო კონსეისაუს ყოფილმა მწვრთნელმა ისრაელ დიონისიომ პორტუგალიელი ფეხბურთელის თაობაზე ისაუბრა.

„მე ძალიან მიხარია, რომ კონსეისაუ იუვენტუსში ასეთი დონის თამაშს აჩვენებს. ის ბავშვობიდან ძალიან მოტივირებული ახალგარდა იყო, მუშაობდა ბევრს და ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ის ერთ დღეს ევროპის ერთ-ერთ გრანდში ითამაშებდა.

„გოლი ინტერის კარში ? გამორჩეული ფეხბურთელები თავს მნიშვნელოვან მატჩებში წარმოაჩენენ ხოლმე, ამიტომ მისი გოლი გასაკვირი არ არის. ის ყოველთვის თავდაჯერებული იყო და ეს გადამწყვეტ მომენტებში ძალიან ეხმარება.

„შიკოს მომავალი ? იუვენტუსის დონის გუნდში თამაში ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის ოცნებაა. იმედი მაქვს, რომ ის ტურინში დიდი ხანი დარჩება და გუნდთან ერთად გამორჩეულ ტიტულებს მოიგებს.”

error: დაცული კონტენტი !