TuttoJuve

Juve per sempre sarà

სულეს გუნდში დარჩენის შანსი იზრდება

SportItalia-ს ინფორმაციით, მატიას სულეს იუვენტუსში დარჩენის შანსი სულ უფრო იზრდება.

წყაროს ცნობით, ტიაგო მოტამ ახალგაზრდა ტალანტის შენარჩუნების სურვილი კრისტიანო ჯუნტოლის უკვე დაუფიქსირა.

გამოცემის ინფორმაციით, მოტას სურვილის მიუხედავად, სულეს გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის, თუმცა სანაცვლოდ იუვენტუსი მინიმუმ 40 მილიონ ევროს ითხოვს, სხვა შემთხვევაში არგენტინელი მომდევნო სეზონში ტიაგო მოტას გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იქნება.

33 views
error: დაცული კონტენტი !