ფიორენტინას და იუვენტუსს შეთანხმებამდე 2 მილიონი აშორებთ
იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის მოიზე კინის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
SportItalia-ს ინფორმაციით, ფიორენტინას შეთავაზებულ და იუვენტუსის მიერ მოთხოვნილ თანხებს შორის სხვაობა 2 მილიონი ევროა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი გახდეს.
გუნდებს საერთო ენის გამონახვა დიდი ალბათობით ბონუსების გამოყენებით გამოუვათ, რის შემდეგაც კინი ფიორენტინას რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.