TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანის ინტერესი რაბიოს მიმართ სერიოზულია

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი იუვენტუსის ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ფრანგისთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას აღარ აპირებს და როგორც ჩანს, მისი ტურინიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა გარდაუვალია.

გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტს მილანის დირექტორი ჯოფრი მონკადა რამდენჯერმე უკვე შეხვდა. როსონერი რაბიოს 3-წლიან კონტრაქტს და ბონუსების ჩათვლით სეზონში 8 მილიონ ევროს სთავაზობს.

მილანის გარდა, რაბიოს მიმართ ინტერესს ინგლისური გუნდები და რეალი იჩენენ…