სტილერი იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხდება
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ანჯელო სტილერი იუვენტუსის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ ყალიბდება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსმა ფეხბურთელის აგენტთან პირველი საუბარი უკვე გამართა და ზაფხულში შტუტგარტთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.
სტილერის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 36.5 მილიონია, თუმცა გუნდს ამ პუნქტის გაუქმება ფეხბურთელისთვის 2 მილიონი ევროს გადახდით შეუძლია, რის შემდეგაც გერმანელები 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 45-50 მილონს მოითხოვენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
