TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოფიციალურად: სტოუნსი სიტის სეზონის ბოლოს უფასოდ დატოვებს

მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯონ სტოუნსი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

ქალაქელებმა 31 წლის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვეს, ამიტომ ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

სტოუნსის აგენტმა კლიენტისთვის ახალი გუნდის ძებნა უკვე დაიწყო და მისი სამსახური მათ შორის იუვენტუსს შესთავაზა.

ტურინული გრანდი ინგლისელის დამატების წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა მისი ხშირი ტრავმიანობაა, რის გამოც ის ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ გახლავთ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !