სპალეტიმ ლუკუმის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსში ჯონ ლუკუმის ტრანსფერს მხარს უჭერს.
კოლუმბიელ ფეხბურთელს სწორედ ის მახასიათებლები აქვს, რომლებიც დღეს იუვენტუსს აკლია. ლუკუმი გაცილებით ტექნიკური მცველია, რომელსაც ძალიან კარგი პასი აქვს და ის ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსს შესანიშნავად მოერგება.
იუვენტუსსა და ბოლონიას შორის ძალინ კარგი ურთიერთობაა და მოსალოდნელია, რომ მათ საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
